საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს

საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 17 ივლისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრას გახსნის.

ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს