გიორგი კანდელაკი - რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ აწუხებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ აწუხებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„ჩანს, რომ რუსეთს აწუხებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. დიპლომატიური და სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენა დამოკიდებულია არა საქართველოზე, არამედ რუსეთზე. ვიდრე მას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მხარს უჭერს ეთნიკურ წმენდას, დევნილების არდაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი საკუთრების უფლების არაღდგენას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი რთულია“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-წევრიანი სია წარუდგინა. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს