ამერიკის სენატში სურთ, არჩევნების დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღონ

ამერიკის კონგრესის სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა მითჩ მაკკონელმა ორ შესაბამის კომიტეტს მიმართა, გამოვიდნენ რეკომენდაციით, დამატებითი ზომების მიღების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევის აღკვეთისკენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

მაკკონელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან საბანკო და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებს მიმართა, იმოქმედონ კონგრესის მოქმედი ძალისხმევის ფარგლებში, რომ განახორციელონ ეროვნული რეაქციის ფორმირება რუსეთის ან სხვა ქვეყნის ჩარევაზე 2018 წლის არჩევნებში.

ცნობილია, რომ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ პოლ რაინმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხი განიხილოს. მისი თქმით, თუკი კონგრესის კომიტეტები ჩათვლიან, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი დამატებითი სანქციები, ის ბედნიერი იქნება, განიხილოს ეს საკითხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა