ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კვალითისა და ცხრაწყაროს მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კვალითისა და ცხრაწყაროს მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მოსაზღვრე სოფლებიდან რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს ერთი და იგივე პრობლემები აქვთ, რომელიც ძირითადად სასაფლაომდე მისასვლელ გზას უკავშირდება. მერის თქმით, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციამდე მისი მოსწორება და მოხრეშვა მოხდება.

„ამ მონაკვეთზე, ვიდრე სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, მოვახდენთ გზის მოსწორებას და მოხრეშვას, რათა მოსახლეობამ შეძლოს ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილება. რაც შეეხება ცხრაწყაროსა და კვალითის ცენტრალურ გზებს, მათი სრული აღდგენა მალე დაიწყება და წელსვე დასრულდება. პროექტი უკვე არსებობს და მას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერთან შეხვედრისას კომუნიკაციების ერთ–ერთი პროვაიდერი კომპანიის პროექტი გააპროტესტა, რომელიც სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადამცემი ანძების დამონტაჟებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის მერი მათ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას დაჰპირდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა