მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ძალიან პრინციპული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღინიშნა

დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ბატონ იოჰანეს ჰანთან. ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ დაანონსებული გვაქვს, ძალიან დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰანთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და, ასევე, ჩვენს სხვა პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაჟღერდა ჩვენი მხარდასაჭერი სიტყვები. ამასთან, ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ იმ ეკონომიკურ რეფორმებში, რომლებსაც განვახორციელებთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკური დოვლათის უფრო თანაბრად გადანაწილებას ჩვენს მოქალაქეებზე. ამასთან ერთად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს ოფისში, მათ შორის გენერალურ მდივანთან, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, სრული მხარდაჭერა, იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და, ამავე დროს, სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ავამაღლოთ, გავაძლიეროთ და მოვიყვანოთ უნისონში ნატო-ს სტანდარტებთან“, - განაცხადა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს