სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობენ

გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ბანგალორის პრინციპებს ეფუძნება და მასში ასახული მთელი რიგი ახალი რეგულაციებით, დისციპლინური წარმოების საკითხების მოწესრიგება კანონმდებლობის დონეზე უმჯობესდება.

„გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ამ კანონპროექტზე. გამოვკვეთეთ ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც მუშაობა გრძელდება და ამ ოთხიდან ერთ-ერთი თემა არის დისციპლინური წარმოების საკითხები. გვქონდა საინტერესო დისკუსიები, შემუშავებულია პროექტი, რომელიც არსებითად ეფუძნება ე.წ.ბანგალორის პრინციპებს და ამ დოკუმენტში ასახულია მთელი რიგი ახალი რეგულაციები, რომლებიც აუმჯობესებს ამ საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე. დღეს კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ იმ დისკუსიების შედეგებს, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში გაიმართა და დღეს გვექნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. თუ რჩება საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას, გასწორებას, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი დისკუსიისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობენ

გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ბანგალორის პრინციპებს ეფუძნება და მასში ასახული მთელი რიგი ახალი რეგულაციებით, დისციპლინური წარმოების საკითხების მოწესრიგება კანონმდებლობის დონეზე უმჯობესდება.

„გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ამ კანონპროექტზე. გამოვკვეთეთ ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც მუშაობა გრძელდება და ამ ოთხიდან ერთ-ერთი თემა არის დისციპლინური წარმოების საკითხები. გვქონდა საინტერესო დისკუსიები, შემუშავებულია პროექტი, რომელიც არსებითად ეფუძნება ე.წ.ბანგალორის პრინციპებს და ამ დოკუმენტში ასახულია მთელი რიგი ახალი რეგულაციები, რომლებიც აუმჯობესებს ამ საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე. დღეს კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ იმ დისკუსიების შედეგებს, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში გაიმართა და დღეს გვექნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. თუ რჩება საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას, გასწორებას, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი დისკუსიისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია