“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - დეპუტატები მთავრობაზე ზედამხედველობის შესაძლებლობებს სათანადოდ არ იყენებენ

დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობებს სათანადოდ არ იყენებენ, - აღნიშნული შეფასება არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებულ პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია გაკეთებული.

ანგარიში IX მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობას ასახავს და 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ყურადღებას ამახვილებს, რომ საანგარიშო პერიოდში არ შექმნილა საგამოძიებო კომისია, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, ასევე ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტი.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, სადეპუტატო კითხვების უმეტესი ნაწილი კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხება და არ უკავშირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების კონტროლსა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტმა თითქმის 1 წლის განმავლობაში ვერ დააკომპლექტა ნდობის ჯგუფი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი არ ახორციელებს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ანგარიშს დღეს პარლამენტის წევრებს გააცნობს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს