ხარაგაულის მოსახლეობა ტრანზიტული მოძრაობისთვის ალტერნატიულ გზას ითხოვს

ხარაგაულის მოსახლეობას „ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას“ საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოიმატებს ავტომანქანების ნაკადი, შესაბამისად, დაბა ხარაგაული ავტომობილების მომატებული ნაკადის გატარებას ვერ შეძლებს.

მათი, თქმით გზის პირას მდებარე საცხოვრებელი სახლები და შენობები ვერ გაუძლებენ ავტომანქანების მომატებული ნაკადით წარმოქმნილ ვიბრაციას და არსებობს მათი დანგრევის საშიშროება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნოდარ აღნიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა დეტალი, რაც მოსახლეობას აწუხებს, წინასწარ არის გათვლილი და გაანგარიშებული.

დაბა ხარაგაულში მცხოვრები მოქალაქეების განცხადებით აუცილებელია, რომ ტრანზიტული ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა მოეწყოს. ნოდარ აღნიაშვილის განმარტებით, ტრანზიტული მანქანებისთვის ალტერნატიული გზის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ უმსჯელიათ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობა აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება და ორ წელიწადს გასტანს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს