დიდუბის რაიონის გამგეობამ ბოლო ერთ თვეში ცხრა ამხანაგობის პროექტი დააფინანსა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხრა ამხანაგობის პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსში ქანობიანი სახურავი მოეწყო და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები. ქანობიანი სახურავი, ასევე, გაკეთდა ბათუმის ჩიხის N5-სა და ლებანიძის ქუჩის N4-ში.

წინამძღვრიშვილის ქუჩის N200-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსსა და მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა.

დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-4 კორპუსში, ასევე წერეთლის გამზირის N12-სა და აგლაძის ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ბრტყელი სახურავი მოეწყო.

აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 83 450 ლარი შეადგინა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს