ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, რუსული აპლიკაცია Yandex.Taxi არ გამოიყენონ

ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, რუსული აპლიკაცია Yandex.Taxi არ გამოიყენონ. ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომლის სტრუქტურაში შედის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციის მიერ მობილური მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღებამ, შესაძლოა, პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებისთვის პირობები შექმნას.

„ახლა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი დეტალურ ანალიზს ატარებს Yandex.Taxi-ის აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვიდრე მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების კონკრეტული ფაქტები არ იქნება დადგენილი, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს არ გამოიყენონ ის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით სთხოვს განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ მოხელეებს, არ გამოიყენონ ეს აპლიკაცია.

ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრში მიიჩნევენ, რომ აპლიკაცია წვდომას ითხოვს დიდი ოდენობით კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ხოლო შეგროვილი მონაცემები მოსკოვში მდებარე სერვერებზე ინახება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას