საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიასპორული ანსამბლის ხელმძღვანელს „მადლობის სიგელი“ გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქ. მენვილში „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელების“ ხელმძღვანელს გოჩა მაღლაკელიძეს, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის „მადლობის სიგელი“ გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ანსამბლის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა შეისწავლონ ქართული ფოლკლორული ცეკვა და კულტურა, ასევე შეინარჩუნონ ქართული ეროვნული იდენტობა. „იბერიელების“ შემადგენლობაში 50 ქართველი ემიგრანტი ბავშვია, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში, საქველმოქმედო კონცერტებში და ქართული დიასპორული ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

ანსამბლის ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით, 2018 წლის ივნისში ანსამბლმა კონცერტები გამართა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „იბერიელები“ 2013 წელს, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქ. მენვილში „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან“ ქართული დიასპორის აქტიური მოთხოვნის შედეგად დაფუძნდა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის მეუფე საბას კურთხევით.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიასპორული ანსამბლის ხელმძღვანელს „მადლობის სიგელი“ გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქ. მენვილში „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელების“ ხელმძღვანელს გოჩა მაღლაკელიძეს, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის „მადლობის სიგელი“ გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ანსამბლის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა შეისწავლონ ქართული ფოლკლორული ცეკვა და კულტურა, ასევე შეინარჩუნონ ქართული ეროვნული იდენტობა. „იბერიელების“ შემადგენლობაში 50 ქართველი ემიგრანტი ბავშვია, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში, საქველმოქმედო კონცერტებში და ქართული დიასპორული ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში.

ანსამბლის ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით, 2018 წლის ივნისში ანსამბლმა კონცერტები გამართა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „იბერიელები“ 2013 წელს, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქ. მენვილში „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან“ ქართული დიასპორის აქტიური მოთხოვნის შედეგად დაფუძნდა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის მეუფე საბას კურთხევით.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს