14.07.2025 / 09:02
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ტრამპთან ურთიერთობებში ერთ-ერთ სირთულეს მისი გამონათქვამების ცვალებადობა წარმოადგენს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობებში ერთ-ერთ სირთულეს მისი გამონათქვამების ცვალებადობა წარმოადგენს.ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაზეთ Kölner Stadt-Anzeiger-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ოდესმე ერთდროულად მოიხსენიებდა რუსეთს, ჩინეთსა და ევროკავშირს მოწინააღმდეგედ“, - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ახალ პრობლემებს ქმნის, თვითონ ტრამპი არ არის ევროკავშირის ყველაზე მთავარი პრობლემა.

„უამრავი კონფლიქტია, რის გამოც ჩვენ აშშ გვჭირდება - სირია, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, უკრაინა. ამ კონტექსტში ჩვენ გვჭირდება აშშ, ისევე როგორც რუსეთი“, - დასძინა მან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა