მარნეულში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. ფესტივალის მსვლელობისას მოეწყო ვორქშოპები, მასტერკლასები, კონცერტები და პრეზენტაციები. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შულავერში მდებარე სტუდია „ჰობი ჰაუსის“ ნამუშევრების გამოფენა. გარდა ამისა, მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია.

ფესტივალის ორგანიზატორების მიერ ახალგაზრდებისთვის დაიგეგმა გრაფიტის ტექნიკის სწავლება და მოიხატა მარნეულის კულტურის სახლის გვერდით მდებარე კედელი. ფესტივალის მეორე დღე დაეთმო ეკო–აქციას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგნლები.

ახალგაზრდული ფესტივალი მარნეულში მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა, რომელიც ახალგაზრდული ასოციაცია „დორნის“ ინიციატივით განხორციელდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა