აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართება

2008 წელს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 7 და 8 აგვისტოს, გორში სხვადახვა ღონისძიებები გაიმართება. ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ აგვისტოს მძიმე დღეებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების აღნიშვნა გორში დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. 8 აგვისტოს მემორიალთან ომის თემაზე ვიდეო ინსტალაცია გაიმართება.

ღონისძიებები 8 აგვისტოს დილიდანაც გაიმართება. ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობას დაურიგდება აგვისტოს ომის სიმბოლო - „წითელი ყაყაჩო“.

09: 30 საათზე გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია წირვას აღავლენს. 12:30 საათზე ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალთან გაიმართება მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.

11:00 საათიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალებს გვირგვინებით შეამკობენ. (რომელაშვილების სახელობის, 8 აგვისტოს, გმირების, ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალი, „სიცოცხლის ხე“, შინდისის გმირების მემორიალი).

აგვისტოს ღონისძიებებს გორში სინოდის წევრი მღვდელმთავრებიც დაესწრებიან. მეუფე ანდრია, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, კონფლიქტის ზონაში, სოფელ აძვის სამების ტაძარში სავედრებელ პარაკლის გადაიხდის. (15:00 საათი) სტუმრებს საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული ოკუპაცის შედეგები და მავთულხლართები.

8 აგვისტოს, სიმბოლურად საღამოს 8 საათზე, გორში ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება მწერალ სალომე ბენიძისა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ერთობლივი წიგნის “sHEROes” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორები იმ ქალების შესახებ ისაუბრებენ, ვისი ფოტებიც წიგნში მოხვდა. ფოტოწიგნი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც - მონაწილეები არიან. გმირები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ შეირაღებული კონფლიქტი მხოლოდ წარსულში დარჩენილი მოვლენა არაა და თუ როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა.

წიგნში გამოყენებული ფოტოების გამოფენა სამხატვრო სკოლაში 12:00 საათიდან დაიწყება.

მძიმე, მაგრამ საქართველოს რეალობის ამსახველი კადრების (ეკლესიის როლი აგვისტოს ომში) ნახვას საზოგადოება ერისთავის თეატრში 17:00 საათზე შეძლებს. ფილმი, სახელწოდებით „ გორი, უახლესი ისტორია. 2008 წლის აგვისტო“ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით გორელმა რეჟისორმა ოთო გვრიტიშვილმა გადაიღო. დოკუმენტური კადრებით ნაჩვენებია ომის სიმძიმე და სასულიერო პირების მოღვაწეობა აგვისტოს დღეებში. ფილმში გამოყენებული კადრები საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

08.08.08 - გორის ცენტრალურ მოედანზე, საღამოს 21:00 საათზე, სანთლებით დაიწერება. ომის ამსახველი თარიღი საქართველოს კონტურის შიგნით იქნება მოქცეული, კონტურზე მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და დუმილით პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში