კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის შეფასებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტება ნეპოტიზმით ხდება, ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება. ამის შესახებ კახა კალაძემ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები აქვთ, წარმოადგინონ, რასაც კონკრეტული რეაგირება მოყვება.

„ეს არის არასწორი პოლიტიკური განცხადებები მათი მხრიდან, მათი მცდელობაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც ნამდვილად არ გამოვა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი ყველა არჩევნების წინ ცდილობენ ამას. წარმოადგინონ, თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე ფაქტები არსებობს და შესაბამისი რეაგირება გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში 73 დროებითი წევრი მიმდინარე კვირას აირჩია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცესკოს თანამშრომლების ოჯახის წევრები დანიშნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს