სპეციალურად გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მესამე ჯგუფის მომზადება დასრულდა

სპეციალურად გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მესამე ჯგუფის მომზადება დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 7 პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში გაიგზავნება და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებს. კურსდამთავრსებულებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა.

ამ დრომდე რეგიონებში უკვე 22 პარამედიკოსია განაწილებული. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ სპეციალურად შედგენილი თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედიოდა. გადამზადების შემდეგ, მათ განმეორებითი გამოცდა ჩაუტარდათ.

„პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და რეგიონში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას