„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარადგენს

Check In Georgia -ს ფარგლებში, დღეს, „ბლექ სი არენაზე“, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ანსამბლი „ივერია“ განახლებულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“ წარადგენს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „ბლექ სი არენაზე“ ქართული მიუზიკლი დაიდგმება.

ღონისძიების დეტალები საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალურმა დირექტორმა გია ბაღაშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ბაღაშვილმა გააცნეს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. „მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“ ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ „ივერიელებთან“ - თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუცა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი: „ქუჩის მუსიკოსები“ გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვა“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ბილეთები იყიდება საიტზე: tkt.ge. ღონისძიების გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“ მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი „O.K.“

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს