სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კახური ღორის პოპულაციის აღდგენისა და გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, კახური ღორის პოპულაციის აღდგენას და გამრავლებას აქტიურად განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, წარმატებული სასელექციო სამუშაოების შედეგად, დღეისათვის კრწანისის მეღორეობის ფერმაში უკვე მოშენებულია 200-მდე სული. ფერმა შეასრულებს პირველი რიგის რეპროდუქტორის ფუნქციას და საკერატეებითა და სანეზვეებით მოამარაგებს საოჯახო ფერმერულ მეურნეობებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თავად გაუწევს კახურ ღორზე ერთიანი სასელექციო პროცესს ხელმძღვანელობას.

კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“, ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს კახური ღორის აღდგენა-მოშენების ხელშეწყობას საქართველოში, მომთაბარე მეღორეობის აღორძინებასა და ღორის მოშენების ინტენსიურ სისტემებზე გადასვლას, ტყის ნაყოფების რეზერვების გამოყენებას და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოებას, რისგანაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ დამზადდება. ცენტრის სპეციალისტებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად უკვე ჩაატარეს კახური ღორის პირველი დაკვლები, ამჟამად დასრულებულია ხორცის ნედლად შრობის ექსპერიმენტი და მიღებილია პირველი ქართული „ჰამონი“.

პროექტი საპარტნიორო ფონდის მიერ არის თანადაფინანსებული, რომელიც ნაყოფისმომცემი ტყეების რეგიონებში, 1200 ნეზვზე გათვლილ 9 ფერმას ააშენებს. პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების პროცესშია.

კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს. საქართველოს რეგიონებში არსებული ნაყოფისმომცემი ტყის მასივების რაციონალურად გამოყენება კახური ღორის საშუალო ფერმერული და საოჯახო მეურნეობების კარგად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე