ტაქსით მომსახურების ლიცენზიის გარეშე გაწევაზე კონტროლი პატრულს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს დაევალებათ

1-ელი ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურების გაწევაზე კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაევალება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, თბილისის ტაქსის სპეციალურ საიტზე დაფიქსირებული მონაცემებით, ტაქსით მომსახურების ლიცენზია 1132 პირს აქვს აღებული.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - „თბილისის ტაქსი“ შეუძლიათ, ასევე დაინტერესებული პირები ამ მომსახურებას იუსტიციის სახლში და 10-ვე რაიონულ გამგეობაში იღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას