მიხელ ბატიაშვილი მოსწავლეებთან ერთად გრიფირებული სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადაცემის პროცესს გაეცნო

საქართველოს საჯარო სკოლებში I-VI კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მინისტრი აღნიშნულ პროცესს მიხეილ ბატიაშვილი, მოსწავლეებთან ერთად, თბილისის 61-ე სკოლაში გაეცნო.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და I-VI კლასების ახალი პროგრამები ამოქმედდება.

„შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან, სასწავლო პროცესში დაინერგება შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული, განახლებული, და რაც არსებითად მნიშვნელოვანია - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების დაცვით დაბეჭდილი წიგნები და რვეულები, რომელთა წონაც, ფაქტობრივად, განახევრებულია. გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი, საბეჭდი ქაღალდი გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით.

ახალი წიგნები გამოირჩევა აქტივობების მრავალფეროვნებით, შედგენილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით, შეესატყვისება მოსწავლეთა ასაკს და ითვალისწინებს მოსწავლეთა უნარების განვითარებას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სხვა საფეხურებს, განათლების სამინისტროს ცნობით, საბაზო საფეხურის ახალ პროგრამებზე მუშაობა დასრულებულია და მომავალი წლიდან VII-IX კლასებშის მოსწავლეებიც ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ამასთან, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საშუალო საფეხურის პროგრამებზე.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს