მინი-ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი დასრულდა

მესტიაში, მინი-ფეხბურთში, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის სამდღიანი ტურნირი დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტურნირი მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნას მიეძღვნა.

სპორტულ შეჯიბრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.

ფინალში ერთმანეთს სენაკის II ქვეითი ბრიგადის გუნდი და ლენჯერის გუნდი დაუპირისპირდა. სენაკის II ქვეითის ბრიგადის გუნდმა ანგარიშით 2-0 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი გადაეცა და მონაწილე ფეხბურთელები მედლებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გუნდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები მუხრან შუკვანის საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. უწყების მაღალჩინოსნებმა ასევე შუკვანების სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. დამწვარი სახლის აღსადგენად შუკვანების ოჯახს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა. უწყების მიერ ასევე აღდგენილ იქნა, ხანძრის შედეგად დამწვარი მუხრან შუკვანის უწყებრივი მედლები, რომელიც გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოჯახს გადასცა.

მუხრან შუკვანი 2010 წელს 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უკვე 5 წელია იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა