ნათია კუპრაშვილი - ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე,ზოგადად უნდა გადაიხედოს რა ტიპის პროცესები მიმდინარეობს

ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე,ზოგადად უნდა გადაიხედოს რა ტიპის პროცესები მიმდინარეობს. როდესაც 53 მილიონი გაქვს და კიდევ 43 მილიონს ითხოვ სესხის სახით და რეიტინგი გაქვს იმაზე ნაკლები, ვიდრე ოდესმე გქონია, აქ ნამდვილად სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნათია კუპრაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელევიზიაში არაგეგმური აუდიტის შესვლა, რეალურად საჭიროა. მისი თქმით, სწორედ სახელმწიფო აუდისტის სამსახურმა უნდა გაარკვიოს, თუ რატომ სჭირდება დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბანკიდან 43 მილიონამდე სესხის აღება, მაშინ როცა 53 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს. კუპრაშვილი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის არაგეგმური შესვლა ნამდვილად საჭიროა არამხოლოდ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, არამედ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ს წორი მოთხოვნაა, როდესაც ვითხოვთ არაგეგმურ აუდიტს, რომელსაც შეუძლია უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც ლეგიტიმურად ისმის საზოგადოებაში. თუ წელიწადი და რვა თვე იყვნენ ისეთი თანამშრომლები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ სამსახურში და ამის გასარკვევად „ტურნიკეტი“ დასჭირდათ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არასწორი გადაწვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და თავის დროზე არ იქონია რეაგირება. მათ დიდ ნაწილთან, ვისთანაც ჩვენც საუბარი გვქონდა, აჩვენებს, რომ ეს ადამიანები აქტიურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ზოგადად, რა ტიპის ტენდენციები გაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში?! მედიამ მეორე კვარტალურ ანგარიშს რომ გადახედოს რამდენიმე საქმეს ნახავს, ფაქტობრივად, ერთი საქმეა, რომელიც მოიგო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დანარჩენი ყველა საქმე მაუწყებელმა შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში წააგო. მარტო ბოლო ორ კვარტალში მოცემული ანგარიშის თანახმად, 200 000-ზე მეტი სახდელი დაეკისრა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის სწორედ არამიზნობრივი ხარჯები, რადგან მოქმედი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ისევ ჩვენს ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე გვიწევს დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდა. სასამართლომ არაერთ ინსტანციაში დაადასტურა, დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციების გადახდა. ფაქტებზე დაყრდობით ვხედავთ, რომ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება მენეჯმენტის მხრიდან, რის გამოც შემდეგ ჩვენ ვიხდით გადასხადს“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ანაზღაურების ახალ - საათობრივ პირობებს სთავაზობს. ხელშეკრულებებში აღნიშნული ცვლილებების თაობაზე მათ შეტყობინება 30 აგვისტოს მიიღეს. არხის თანამშრომლების ეს ნაწილი ეჭვობს, რომ მენეჯმენტს მათი გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო