გლდანში დამწვარი სახლის მეპატრონე - ხანძარი აივანზე გაჩნდა, სახანძრო რამდენ ხანშიც არ უნდა მოსულიყო, მაინც ვერ მოასწრებდა, წამებში დაიწვა ყველაფერი

სახანძრო რამდენ ხანშიც არ უნდა მოსულიყო, მაინც ვერ მოასწრებდა. წამებში მოხდა მთელი ოროთახიანი ბინის დაწვა, - ამის შესახებ ხანძრის შედეგად დამწვარი ბინის მეპატრონემ, მანანა ხუციშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მესამე კორპუსში, მეოთხე სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეპატრონის თქმით, იგი სახლში იმყოფებოდა, როდესაც აივანზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"სახლში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, მოულოდნელად ვიგრძენი მძაფრი სუნი. ვიფიქრე, გარედან შემოდის და გამოვედი სასტუმრო ოთახში. ვნახე, რომ აალებული იყო მთელი აივანი და სამზარეულო. ყველაფერი იწვოდა. მეც რომ არ ჩავმწვარიყავი შიგნით, პირველი რაც გავაკეთე, დენი გამოვრთე და გავედი გარეთ. მეზობელს დავარეკინე სახანძროში, თუმცა სახანძრო რამდენ ხანშიც არ უნდა მოსულიყო, მაინც ვერ მოასწრებდა. წამებში მოხდა მთელი ოროთახიანი სახლის დაწვა. სულ ხის კარადები მქონდა და ამის გამო უცბად აალდა. არ ვიცი რამ გააჩინა აივანზე ხანძარი. არაფერი იქ ისეთი არ ეწყო", - განაცხადა მანანა ხუციშვილმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს