მამუკა ბახტაძე - აზერბაიჯანში განხილული ერთობლივი პროექტები ახალ იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს

აზერბაიჯანში ჩვენ მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განვიხილეთ, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოს დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მრავალი მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე იყო საუბარი.

„აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განვიხილეთ, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას. მოგეხსენებათ რომ ჩვენს შორის არსებობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, თუმცა მასში გარკვეული ხარვეზებია. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა გავაფართოვოთ არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩარჩო აზერბაიჯანთან და მას უნდა დაემატოს მომსახურების სფერო. ორივე მხარეს აქვს მზადყოფნა, რომ ჩვენ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოვახდინოთ ჩვენს შორის ვაჭრობის გაზრდა ისე, რომ წლევანდელი ციფრი, რომელიც არის საორიენტაციოდ ერთი მილიარდი, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 50-60 პროცენტით გავზარდოთ. ეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოვახდინოთ სტიმულირება რათა მეზობელ ქვეყანებთან გვქონდეს მეტი ვაჭრობა. ამასთან, განვიხილეთ ურთიერთობის სხვა ასპექტები, როგორიც არის კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები. ასევე ურთიერთობები განათლების სფეროში“, - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას 30 აგვისტოს სტუმრობდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო