დავით ზალკალიანი - რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს

მე ვფიქრობ, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსულ პროპაგანდას, მათ შორის თბილისში რუსული დაფინანსებით მიმდინარე კონფერენციის კონტექსტში.

„ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნებისთვისაც. მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შეზღუდვებზე უფრო ეფექტური პასუხი არის ის ქმედება და საქმიანობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და ის შედეგები, რაც უკვე არსებობს, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, გადაწყვეტილებები ნატო-ს ბოლო სამიტიდან და ა.შ.

რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატიავს, რომ შეიქმნას კანონმდებლობა პროპაგანდის შეზღუდვის მიმართულებით, ზალკალიანი აცხადებს, რომ „აუცილებლად არის მოსაძებნი ეფექტური ფორმები იმისთვის, რომ ის პროპაგანდა და ჰიბრიდული საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იყოს აცილებული“.

„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპულ და ამერიკელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა