ანა დოლიძე - საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა პროკურატურისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი არის პროკურატურისთვის“, - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას.

როგორც დოლიძე აცხადებს, დასკვნა „ნამდვილად სოლიდური ნამუშევარია“.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი პროკურატურისთვის. დასკვნა არის ნამდვილად სოლიდური ნამუშევარი და კომისიის მუშაობა ძალიან კარგი პრეცედენტი. ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფიასკოს ამბავი უნდა ვასწავლოთ იურიდული ფაკულტეტების პირველ კურსზე: როგორ არ უნდა მოიქცე გამოძიების დროს“, - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

"ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

ხორავას ქუჩაზე 11-ე კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოკლეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო