თეთრი სახლი პარაგვაის ისრაელში საკუთარი საელჩოს იერუსალიმში დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პარაგვაის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედონ გადაწყვეტილებას ისრაელში პარაგვაის საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში გადატანის თაობაზე.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა პარაგვაის პრეზიდენტთან, მარიო აბდო ბენიტესთან. ვიცე-პრეზიდენტმა მტკიცედ მოუწოდა პარაგვაის პრეზიდენტს, შეასრულოს პარაგვაის წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება ისრაელში პარაგვაის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, რაც ცხადყოფდა პარაგვაის ისტორიულ ურთიერთობებს, როგორც ისრაელთან, ასევე აშშ-სთან“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს პარაგვაიმ ისრაელში საკუთარი საელჩოს კვლავ თელ-ავივში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. პარაგვაი მესამე ქვეყანა იყო ამერიკასთან და გვატემალასთან ერთად, რომელმაც ისრაელში საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადატანა გადაწყვიტა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისრაელი საპასუხოდ, პარაგვაიში საკუთარ საელჩოს ხურავს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თეთრი სახლი პარაგვაის ისრაელში საკუთარი საელჩოს იერუსალიმში დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პარაგვაის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედონ გადაწყვეტილებას ისრაელში პარაგვაის საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში გადატანის თაობაზე.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა პარაგვაის პრეზიდენტთან, მარიო აბდო ბენიტესთან. ვიცე-პრეზიდენტმა მტკიცედ მოუწოდა პარაგვაის პრეზიდენტს, შეასრულოს პარაგვაის წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება ისრაელში პარაგვაის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, რაც ცხადყოფდა პარაგვაის ისტორიულ ურთიერთობებს, როგორც ისრაელთან, ასევე აშშ-სთან“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს პარაგვაიმ ისრაელში საკუთარი საელჩოს კვლავ თელ-ავივში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. პარაგვაი მესამე ქვეყანა იყო ამერიკასთან და გვატემალასთან ერთად, რომელმაც ისრაელში საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადატანა გადაწყვიტა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისრაელი საპასუხოდ, პარაგვაიში საკუთარ საელჩოს ხურავს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია