არჩილ თალაკვაძე - ნარკოპოლიტიკის საკითხზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საშემოდგომო სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნარკოპოლიტიკის საკითხზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საშემოდგომო სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა რომელიც ახალ თაობას იცავს ნარკოტიკების ზიანისგან.

"ნარკოპოლიტიკის სფეროში პირველი დადებითი ცვლილებები 2012 წელს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ეს ეხება როგორც პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე ზიანის შემცირების პროგრამებს და სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას. დღეს, როგორც იცით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება, რომელიც საშემოდგომო სესიაზე იქნება ერთ- ერთი მთავარი საკითხი. ჩვენ გვექნება პოლიტიკური კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან და ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალ თაობას იცავს ნარკოტიკების ზიანისგან, ცხოვრების ჯანსაღ წესს უწყობს ხელს და რისკებს რომელიც საზოგადოების წესრიგს და უსაფრთხოებას უკავშირდება ბოლომდე ითვალისწინებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს