თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური, რეალისტური და ობიექტური დასკვნა მოამზადა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან რეალისტური და ობიექტური დასკვნა მოამზადა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დასკვნა ასახავდეს იმ რეალობას და პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს.

„ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დასკვნა იყოს პოზიტიური და ასახავდეს რეალობას, იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ცდილობს დასკვნაში უარყოფით აქცენტებზე ყურადღების გამახვილებას.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენი ოპონენტები ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან ერთად გამოხატავდნენ სიხარულს, მაშინ როცა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად ფასდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ევროპარლამენტში მაქსიმალურად ცდილობენ თავისი პარტიული კონტაქტების გამოყენებით შეცვალონ პოზიტიური ჩანაწერები ანგარიშში”, - აცხადებს ხულორდავა და დასძენს, რომ ეს დასკვნა ჯერ საბოლოო არ არის.

„ამ კვირის განმავლობაში ევროპარლამენტარებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებების ინიცირება მოახდინონ. საბოლოო დოკუმენტი გვექნება სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს, როდესაც ევროპარლამენტი მას კენჭს უყრის. დაველოდოთ საბოლოო ანგარიშსს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიური იქნება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო