„ექსპერიმენტორიუმში“ „ნერდის დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართება

„ექსპერიმენტორიუმში“, დღეს წიგნის „ნერდის დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართება. „ნერდის დღიური“ - ეს არის წიგნი თანამედროვე ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის ციფრული ეპოქიდან. წიგნი 22 ენაზეა თარგმნილი და საერთაშორისო ბესტსელერს წარმოადგენს.

„ღონისძიება აზოტის შოუთი გაიხსნება. წიგნს წარადგენს მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და „ლიბერკიდსის“ მეგობრები. აზოტის შოუ ყველაზე ცივი და ფანტასტიკური სილამაზის ინტერაქტიული შოუა. დასწრებისას სასურველია ბავშვებმა ჩაიცვან თბილად, ვინაიდან თხევადი აზოტის ტემპერატურა, როგორც მთვარეზე, 196°С-ია.

ბავშვები ნახავენ, თუ რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციოს დიდი პატარად, ვარდი — შუშად, და ვაშლით დააჭედოს ლურსმანი! აზოტის შოუს ნახვის შემდეგ, ბავშვებს შესაძლოა გაუჩნდეთ დიდი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების, ფიზიკისა და ქიმიის მიმართ.

მსურველი შეძლებს ბილეთები „ექსპერიმენტორიუმში“ ადგილზე შეიძინოს.

რაც შეეხება „ნერდის დღიურს“, ის უკვე 22 ენაზეა თარგმნილი. წიგნი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭზე, ფილზე. ფილი დიდი ჭკუის კოლოფია. ხშირად შარშიც ეხვევა. ფილსა და მის მეგობრებს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, ფილმები „ვარსკვლავური ომები“, „დიდი აფეთქების თეორია“ , კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური, საინტერესო ისტორიებით კი მოზარდებს დაეხმარება საინტერესოდ გაატარონ დრო და ამავდროულად მიიღონ ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია.

„ნერდის დღიური“ სექტემბერში, პროექტ „ლიბერკიდსში“ გამოიცემა სქელი ყდითა და სპეციალური ილუსტრაციებით. „ლიბერკიდსი“ აერთიანებს წიგნებს 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ნერდის დღიური საუკეთესო საკითხავია ბავშვებისთვის 8 წლის ასაკიდან. ფსიქოლოგების რჩევით კი წიგნი არამარტო ბავშვებმა, არამედ მშობლებმაც უნდა წაიკითხონ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს