ვლადიმერ ვაისი - გურამ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანია, ვალდებული ვარ, მას მხარი დავუჭირო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ვლადიმერ ვაისისთვის გაუგებარია ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას გარშემო შექმნილი ვითარება. ხვალინდელ თამაშზე მოსალოდნელ უსიამოვნო ინციდენტზე დასმულ კითხვაზე პასუხისას, ვაისმა აღნიშნა, რომ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

"რაც შეეხება კაშიას, მინდა ვთქვა, როგორც მისმა მწვრთვნელმა, რომ ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანია. ჩემთვის ეს ვითარება გაუგებარია, მე ვალდებული ვარ მას მხარი დავუჭირო როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაცია ხვალინდელ თამაშზე მიმსვლელ გულშემატკივრებს მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თამაში უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ვაისი - გურამ კაშია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანია, ვალდებული ვარ, მას მხარი დავუჭირო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს