ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის პროექტი დადებითია და იმ რეალობას ასახავს, რაც ქვეყანაშია ჩამოყალიბებული

ევროპარლამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი არის დადებითი და ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული საბოლოო ანგარიში პოზიტიური იქნება.

„ის დოკუმენტი, პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არის დადებითი და ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში. შეიძლება, გარკვეული ცვლილებები შევიდეს ნებისმიერ დოკუმენტში, მათ შორის, ამ ანგარიშში, თუმცა, მთავარი არის ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება იქნება ზუსტად ასახული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში. ჭეშმარიტება კი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ამ მიმართულებითაც, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად და პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია და შესაბამისად, ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც არის გათვალისწინებული ევროკავშირთან დადებული შეთანხმებით. შესაბამისად, დასკვნის პროექტი არის პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე პოზიტიური, დადებითი იქნება დასკვნის საბოლოო ვარიანტი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის საკითხები, რომლის ჩაწერაც ოპოზიციას აღნიშნულ დასკვნაში სურს, რეალობას აცდენილია.

„ზოგადად, ოპოზიციას რომ აქვს ხელისუფლებისგან განსხვავებული ხედვა, ეს არის ნორმალური მოვლენა. თუმცა, აქ ერთი რამე უნდა აღინიშნოს: როდესაც საქმე ეხება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, იქ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი და ობიექტური. ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში შეიძლება, გარკვეულწილად, არაობიექტური იყოს. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. თუმცა, არის გარკვეული ზღვარი. როდესაც ისეთი რამის ჩაწერას ცდილობ დასკვნაში, რომელიც საერთოდ აცდენილია რეალობას, როდესაც საუბარია მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ დრამატულ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან, ასეთ დროს, ბუნებრივია, გარკვეული ზღვარის გადაკვეთა ხდება. ანუ, შეიძლება, შენ გქონდეს შენი სუბიექტური პოზიცია, განსხვავებული პოზიცია, მაგრამ გარკვეული ზღვარი არ უნდა გადაკვეთო, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ასეთი არასწორი ინტერპრეტაციების ასახვამ დასკვნაში შეიძლება, შეაფერხოს ჩვენი სწრაფვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს