დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობასთან ჩავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა. რომან დათუაშვილი ამბობს, რომ ოჯახის სიდუხჭირის გამო მისი მეუღლე 10 წელია წასულია იტალიაში, სადაც მომვლელად მუშაობს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ობჩას მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა პრიორიტეტებს გულისხმობს.

„მთელ საქართველოში, ძალიან ბევრ ოჯახს აწუხებს პრობლემა იმ ადამინების, ვინც იძულებული იყო გაჭირვების გამო საქართველოდან წასულიყო არალეგალურ ემიგრაციაში, ვინც იძულებულია იმუშაოს უცხოეთში და იქიდან შეინახოს ოჯახი. ამ თემას სჭირდება მიხედვა და სანამ ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდებიან საქართველოში, სანამ ჩვენ შევძლებთ ისინი უზრუნველვყოთ საქართველოში სამუშაო ადგილებით და დასაქმებით, აუცილებელია სახელწიფომ მიხედოს იქ, სადაც დღეს არიან. ამიტომ პრეზიდენტის ამოცანაა და პრეზიდენტი ვალდებულია მიხედოს მათ, ვინც დღეს არალეგალებად მუშაობენ უცხოეთში. ამიტომ ჩემი საპრეზიდენტო დაპირებით ერთ-ერთი თემაა მივაღწიოთ უცხოეთის შრომითი ბაზრის გახსნას, მივაღწიოთ ლეგალურ სტატუსს უცხოეთში ჩვენი თანამემამულეებისთვის, რაც ნიშნავს მაღალ ხელფასს, სამედიცინო დაცვას და დაზღვევას, რაც ნიშნავს დეპორტის საფრთხის მოხსნას. ეს იქნება კონკრეტული შეღავათი, რომელიც დაეხმარება ასობით ათასობით ადამიანს, სანამ ისინი შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ