ლაშა ხუციშვილი – ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორისთვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს შეამცირებს

ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას, რომელიც დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინსიტროდან აცნობეს, როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით, რაც ბიზნესსექტორს დააინტერესებს.

„საქართველოში საბაჟო პოლიტიკა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც იგი გამორჩეულია მსოფლიოში და ერთადერთია რეგიონში. ესაა თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, მარტივი და სამართლიანი საბაჟო პროცედურები, რომელიც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ესაა ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ბიზნესის და საბაჟო ორგანოს ურთიერთობა. არსებითად მცირდება საბაჟო ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქცია და უფრო მეტად ვითარდება ერთობლივი პარტნიორული ურთიერობები,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას, სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებას კერძო სექტორისთვის.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კოდექსის საბოლოო მიღებამდე დაგეგმილი საჯარო განხილვების პერიოდში, ბიზნესისგან მოვისმენ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“