“ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში პირდაპირი წესით ვერ დაეხმარება და ვერ დაუთმობს რესურსს, რაც მას, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს გააჩნია

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში პირდაპირი წესით ვერ დაეხმარება და პარტიის რესურს ვერ მისცემს, რადგან სამართლებრივად მას ამის შესაძლებლობა არა აქვს.

რისი გაკეთებაც “ქართულ ოცნებას“ ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეუძლია არის ის, რომ პარტიის შემომწირველები ფინანსურად სალომე ზურაბიშვილს დაახმარონ. ასევე, კანონი შესაძლებლობას იძლევა, რომ აგიტაციის უფლების მქონე პირებმა ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე იმუშაონ და საჯარო მოხელეებიც, არასამუშაო საათებში, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პროცესში ჩაერთონ.

“ინტერპრესნიუსი“ ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს რატი თინიკაშვილს ესაუბრა.

“როგორც გაჟღერდა, “ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის ფინანსურ დახმარებას შემომწირველების მეშვეობით გეგმავს. თავად პარტია შემომწირველი ვერ იქნება, რადგან მას აკრძალული აქვს იყოს თანხის შემომწირველი სხვა საარჩევნო სუბიექტისთვის. პარტია “ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტი არ არის, არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ამიტომ ის იმ ბენეფიტებს, რაც პარტიას გააჩნია - არის ეს საეთერო დრო და თუ სხვა რესურსი, ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც სხვა საარჩევნო სუბიექტისთვის ვერ გამოიყენებს. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას შემომწირველების მეშვებით, კანონით აკრძალული არ არის, რომ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა რომელიმე საარჩევნო სუბიექტს თანხა შესწიროს, თუმცა ცხადია, ამას იძულებითი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო ადმინისტრაციებში აქვთ კვოტა და “ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკუთარი კვოტით დანიშნული წევრები, მაგრამ კანონით საარჩევნო კომისიის წევრი დამნიშნავი სუბიექტის წარმომადგენელი არ არის - ის საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს და არა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მითითებას. ამასთან, პრაქტიკაში არსებობს რისკი, როცა საარჩევნო კომისიის წევრები ხშირ შემთხვევაში, იმ პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებლები არიან, ვინც მათ ნიშნავს. ამ კუთხით კი, დახმარება შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ თუკი კომისიაში რაიმე საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მხარი დაუჭირონ ან პირიქით, არ დაუჭირონ მხარი. დახმარებასა და შემოწირულობაში ითვლება რაიმე ტიპის მომსახურების გაწევა, სადაც გამონაკლისია მოხალისეობრივ საწყისებზე განხორციელებული საქმიანობა. კერძოდ, თუკი ტრანსპორტით მომსახურება, მხარდამჭერების ტრანსპორტირებაში დახმარება, ეს შემოწირულობაში ჩაითვლება და საარჩევნო სუბიექტის დეკლარაციაში უნდა აისახოს. შემოწირულობად არ ითვლება მოხალისეობრივი საქმიანობა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რატი თინიკაშვილმა.

პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს პრეზიდენტის პოსტზე საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა