ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმინდის ქართული ჯიშები - „ქართული კრუგი“, „აჯამეთის თეთრი“, „აბაშური ყვითელი“, ჰიბრიდული ფორმები - „წეროვანი 1“, „ყაზბეგი“, „წილკანი 1“, „წილკანი 2“ ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 8-12 ტონა მოსავალს იძლევა და დაავადებების მიმართ გამძლეობა ახასიათებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი სიმინდის ახალ ჯიშებს - „მაღალლიზინიანი ქართული კრუგი“, „შავი სიმინდი სახამებლიანი“ და ჰიბრიდები - „საბა“ და „კახურა“ - ეკოლოგიურ პირობებთან ადაპტაციის უნარი და ხარისხის მაღალი მაჩვენებელი აქვს; გამოყვანილი ჯიშები უამინდობის პირობებშიც გარანტირებულ მოსავალს იძლევა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერმერებთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი გოგოლა მარგველშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მარცვლეული კულტურების სადემონტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს და სიმინდის ქართული ჯიშების მოსავლიანობის და აგროტექნოლოგიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო