არსენ ავაკოვი - მთავარ პრობლემას ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა წარმოადგენს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს დაკავებულ მოქალაქეზე ინფორმაციას ვერ ვიღებდით

უკრაინის შსს საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროების ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება უწყების ხელმძღვანელის არსენ ავაკოვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრაზე შედგა.

„ჩვენ პოლიციის სისხლის სამართლებრივი ბლოკის თანამშრომლობით ვართ დაინტერესებული. მთავარ პრობლემას პირების იდენტიფიცირება და ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა წარმოადგენს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ჩვენ, საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ვერ ვიღებდით. ჩვენ ვხვდებოდით, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტია, მაგრამ ქართული მხრიდან ამის დადასტურება არ გვქონდა. კიდევ ერთ პრობლემას „კანონიერი ქურდების“ საკითხებში უწყებების თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენს“, - განაცხადა ავაკოვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა