დავით მათიკაშვილი - სარალიძის მიმართ პატივისცემისა და ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, ხელისუფლების გადადგომაზე მოთხოვნა, გადამეტებულია

ზაზა სარალიძის მიმართ დიდი პატივისცემისა და ხორავას ქუჩაზე დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის თაობაზე გადამეტებულია, არ შეიძლება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

ამ კონტექსტში დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საბოლოო წერტილი დასმული არ არის და მიმდინარეობს საქმის განხილვა როგორც სასამართლოში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება.

„საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება იყო აბსოლუტურად ღია და გახსნილი ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებოდა. ხელისუფლებამ გააკეთა და აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. არ შეიძლება ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ჩვენ ყველანი ვართ ზაზა სარალიძის თანამოაზრე იმ ნაწილში, რომ გვსურს ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რისთვისაც სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა და კომისიაში უმრავლესობის ფუნქცია საპარლამენტო უმცირესობას გადაეცა. ჯერ კიდევ წინ არის სასამართლო პროცესი ამ საქმეზე და ასევე საქმის კონკრეტულ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მიმდინარეობისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ის მთავრობას 24-საათიან ვადას აძლევს, რათა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“