ნატო ჩხეიძე - „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერები არ არის არც 5, არც 3 წლის და არც 2 წლის წინანდელი

პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაცული იქნას თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი,- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი იმითაც დაინტერესდა, თუ როდინდელი შეიძლება იყოს მედიაში გავრცელებული ჩანაწერები.

„პრეზიდენტი დაინტერესდა შექმნილი ვითარებით. მას ბევრი კითხვა ჰქონდა, რაზეც გულწრფელი პასუხები გავეცით და პრეზიდენტმა გამოიტანა დასკვნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაცული იქნას თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი ბიზნესი. პრეზიდენტი მისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს გააკეთოს.

პრეზიდენტს ასევე კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, როდინდელია ის აუდიო ჩანაწერები, რაც გავრცელდა. მეც იმის შესაბამისად გავეცი პასუხი, რაც ვიცი. ეს ჩანაწერები არ არის არც 5 წლის წინანდელი, როგორც ეს თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, არც 3 წლის და არც 2 წლის წინანდელი არ არის", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, როდინდელია ჩანაწერი, ნატო ჩხეიძემ არ დააკონკრეტა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მიმართოს საგამოძიებო უწყებებს, ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს.

„პირადად მე არავითარ შემთხვევაში არ მივმართავ ჩვენს საგამოძიებო უწყებებს, რადგან მაგათი გამოძიება ეს არის, რომ ამბობენ ჩანაწერები ხუთი წლის წინანდელიაო. ან მიზანმიმართულად მიაწოდეს ჩუგოშვილს ეს ინფორმაცია გასავრცელებლად, ან არაკომპეტენტურები არიან. ჩემთვის ერთიც სამწუხაროა და მეორეც. ამიტომ მე პირადად არ ვფიქრობ, რომ გამოძიებასთან მქონდეს რაიმე ურთიერთობა,"- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქრუაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი - "ბიჭო, უჩამ ხომ არ მოგვიშორა-მეთქი?"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა