წელს 458 აივ ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, ცენტრში 7 220 აივ პირია რეგისტრირებული. ინფიცირებულთა 5401 მამაკაცია და 1819 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3786 პაციენტს განუვითარდა, მათ შორის 1477 გარდაიცვალა.

„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.6 % (2924) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.9 % (3305) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 10.9 % (781) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (101) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2630 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 919 (აქედან ზუგდიდი - 605); იმერეთში - 898 (ქუთაისი 436); აჭარაში - 814 (ბათუმი – 512); აფხაზეთში - 455; კახეთში - 350; ქვემო ქართლში - 375; შიდა ქართლში -271; გურიაში - 153; ფოთში - 110; სამცხე-ჯავახეთში - 100 და ა.შ“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 458 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 433 ახალი შემთხვევა.

„2018 წელს გარდაიცვალა 97 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2018 წელს გარდაცვლილთაგან: 77 მამაკაცია და 20 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 ვაჟი და 40 გოგონა. 27 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ტესტირება და მკურნალობა უფასოა. მოქალაქეების კონსულტაცია კონფიდენციალური. საქართველოს შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია 239-80-18“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს