სალომე ზურაბიშვილი - მე მაქვს გამოცდილება ქვეყნის შიგნით, მხოლოდ გარედან რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი

ჩემი გამოცდილებიდან არაფერს ვნანობ - იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ გავლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მომტანი და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ დღეს აქ თქვენ წინაშე ვდგავარ, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუშაობის გამოცდილება და „მხოლოდ გარედან რომ ყოფილიყო, იქნებოდა უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი“.

„ასევე მოვდივარ ჩემი გამოცდილებით, ამაზე დიდხანს არ ვილაპარაკებ, რადგან ცოტა უხერხულია, მაგრამ ეს არის 30 წელი საერთაშორისო დიპლომატიურ კარიერაში გატარებული, ეს არის მრავალი წელი, როგორც პროფესორ-მასწავლებელი, ერთ-ერთ წამყვან საფრანგეთის უნივერსიტეტში, ეს არის გამოცდილება პირდაპირი და უშუალო პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც დღეს არსებობს - ის ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან გვჭირდება და იმ საკითხებში, რომელშიც ამ ქვეყანას ყველაზე ძალიან უჭირს და სადაც ასევე გვჭირდება, რომ ჩვენი გზა გავაკვლიოთ.

ასევე, გამოცდილება ქვეყნის შიგნით - მხოლოდ გარედან რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ გარდა იმ საქართველოსი, რომელსაც შიგნით ვატარებდი, ამ ქვეყანაში ვიცხოვრე პრაქტიკულად, 16 წელი და ყველაფერი განვიცადე იმ ძალიან საინტერესო, ზოგჯერ ძალიან რთული, მეტადრე დასაწყისში, როცა არ ვიცოდი და ვერ ვერკვეოდი ამ ქართულ პოლიტიკაში და ყველა გამოცდილება ქართული პოლიტიკიდან მივიღე თავისი მეგობრებით, ვინც გამტყუნებს, თავისი ქუჩაში დგომით, არჩევნებში მონაწილეობით და გაყალბებასთან ბრძოლით, თავისი მინისტრობით და ბოლოს საპარლამენტო გამოცდილებით. აქედან არაფერს ვნანობ, იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ გავლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მომტანი და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ დღეს აქ თქვენ წინაშე ვდგავარ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სალომე ზურაბიშვილი - მე მაქვს გამოცდილება ქვეყნის შიგნით, მხოლოდ გარედან რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი

ჩემი გამოცდილებიდან არაფერს ვნანობ - იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ გავლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მომტანი და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ დღეს აქ თქვენ წინაშე ვდგავარ, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუშაობის გამოცდილება და „მხოლოდ გარედან რომ ყოფილიყო, იქნებოდა უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი“.

„ასევე მოვდივარ ჩემი გამოცდილებით, ამაზე დიდხანს არ ვილაპარაკებ, რადგან ცოტა უხერხულია, მაგრამ ეს არის 30 წელი საერთაშორისო დიპლომატიურ კარიერაში გატარებული, ეს არის მრავალი წელი, როგორც პროფესორ-მასწავლებელი, ერთ-ერთ წამყვან საფრანგეთის უნივერსიტეტში, ეს არის გამოცდილება პირდაპირი და უშუალო პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც დღეს არსებობს - ის ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან გვჭირდება და იმ საკითხებში, რომელშიც ამ ქვეყანას ყველაზე ძალიან უჭირს და სადაც ასევე გვჭირდება, რომ ჩვენი გზა გავაკვლიოთ.

ასევე, გამოცდილება ქვეყნის შიგნით - მხოლოდ გარედან რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი უცხო და არამისაღები, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ გარდა იმ საქართველოსი, რომელსაც შიგნით ვატარებდი, ამ ქვეყანაში ვიცხოვრე პრაქტიკულად, 16 წელი და ყველაფერი განვიცადე იმ ძალიან საინტერესო, ზოგჯერ ძალიან რთული, მეტადრე დასაწყისში, როცა არ ვიცოდი და ვერ ვერკვეოდი ამ ქართულ პოლიტიკაში და ყველა გამოცდილება ქართული პოლიტიკიდან მივიღე თავისი მეგობრებით, ვინც გამტყუნებს, თავისი ქუჩაში დგომით, არჩევნებში მონაწილეობით და გაყალბებასთან ბრძოლით, თავისი მინისტრობით და ბოლოს საპარლამენტო გამოცდილებით. აქედან არაფერს ვნანობ, იყო ძალიან მძიმე ეპიზოდები ამ გავლილ გზაზე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მომტანი და ამან მომამზადა ამ დღისთვის და იმისთვის, რომ დღეს აქ თქვენ წინაშე ვდგავარ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია