მცხეთა-თიანეთში მცხოვრები ფერმერები ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს გაეცნენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირები აღრიცხებიან.

მათი ინფორმაციით, ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე მცხეთა - თიანეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და მათ რეგისტრაციის პროექტი გააცნო.

როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ფერმათა და ფერმერთა აღრიცხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას შექმნის. ასევე გააჩენს შესაძლებლობას, რომ მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროექტი შეიქმნას და ეფექტიანი განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად შეირჩეს.

პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 36000-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას ითვალისწინებს.

ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას ახორციელებს. მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და შემოდგომ დადასტურება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით განხორციელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად მხოლოდ ისეთ პირებთან ხდება დაკავშირება, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა