ლადო პაპავა - გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე

არ მინდა ასეთი ეკონომიკა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი, ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, - ასე ეხმაურება პროფესორი ლადო პაპავა ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაციის საკითხს. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ნარკომანიის პრობლემაა, მისი კულტივაცია კიდევ უფრო მეტ დარღვევას გამოიწვევს.

„გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. ამან უნდა განავითაროს ეკონომიკა?! ჩვენ დღეს ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მთავრობამ წარმოადგინა ხედვა ცოდნის გაღრმავებას, განათლებას, მეცნიერების რეფორმას როგორ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად დროს ვკარგავთ კანაფზე. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწვავედ ნარკომანიის პრობლემა. როცა ჩვენ დავიწყებთ ამ ნედლეულის მასობრივ წარმოებას, აქ დარღვევების შესაძლებლობა ხომ ასევე გაიზრდება?! მე არ მინდა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი, ასეთი ეკონომიკა. ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, - განაცხადა პაპავამ.

მთავრობას მომზადებული აქვს „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

იხილეთ ვიდეო: გველის შხამიც კარგია, მოდით, გველები გავიტანოთ ექსპორტზე... - ვლადიმერ პაპავა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა