ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის მტკიცებით, დანა პირველად თამარ გამრეკელაშვილმა მოუქნია, მისი მკვლელობა კი ხელჩართული ჩხუბის დროს ჩაიდინა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში გამრეკელაშვილისგან თავს იცავდა.

ბრალდებულს მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ახალი პოზიცია აქვს და დამამძიმებელი გარემოებების გარდა, არც განზრახ მკვლელობის ნაწილს აღიარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განუცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ რომ თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა გაიწია ბაქრაძისკენ დანით, თუმცა ბრალდებულმა მოკლულს დანა წაართვა, მკვლელობა კი ხელჩართული ჩხუბის დროს ჩაიდინა. ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, დანაშაული მოკლულისა და მისი დედის მიერაა პროვოცირებული.

"დანაშაულის ჩადენისას არც განზრახვა არ ყოფილა და არც სისასტიკე. რაც მოხდა მოკლულის დედის დამსახურებაა. ფულს ართმევდა მუდმივად ვეფხია ბაქრაძეს დედამისი, ასევე ღალატობდა... მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი. კაცი წყობიდან გამოიყვანეს და შეუქმნეს პირობები, რომ ასე მომხდარიყო", - განაცხადა თეიმურაზ მაგრაქველიძემ.

რაც შეეხება მკვლელობის ეპიზოდს, ადვოკატის მტკიცებით, დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.

"ბავშვები ცალკე ოთახში გაიყვანა. გამორიცხულია მკვლელობის მომენტში ბავშვები იქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანას, მან წინა დღეს აიტანა სახლში დანა, რადგან რაღაცისთვის სჭირდებოდა. ეს დანა აიღო თავდაპირველად იმ გოგომ. რომ მიემართებოდა მისკენ, ვეფხია ბაქრაძემ წაართვა მას ეს დანა. ამის შემდეგ ამბობს, რომ ჩხუბით და ძიძგილაობით აღმოჩნდნენ სააბაზანოსთან და ამის შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვსო. გონზე რომ მოვედი, მერე წავედი სახლიდანო", - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

თეიმურაზ მაგრაქველიძის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძეს აღიარებითი ჩვენება ზეწოლით და ძალადობით მიაცემინეს.

"ცემა-ტყეპით რა დააწერინეს, კაცმა არ იცის. ის ახალ ჩვენებას მისცემს სასამართლოს და იტყვის სიმართლეს, რაც იყო", - განაცხადა მაგრაქველიძემ და აქვე დასძინა, რომ სასამართლოში დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას