პარლამენტის დღის წესრიგში პროკურატურის სისტემის რეფორმირების საკითხი შევიდა

პარლამენტის დღის წესრიგში პროკურატურის სისტემის რეფორმირების საკითხი შევიდა. “პროკურატურის შესახებ“ სრულიად ახალი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ერთ-ერთი ძირითადი სიახლე არის ის, რომ მკვეთრად იმიჯნება საქართველოს პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებები.

მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პირი, უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის მართვას.

საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს გადაეცემა იუსტიციის მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებები, კერძოდ: - სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის და პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა; საშტატო ერთეულების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შექმნა, გაუქმება, გადატანა, უფლებამოსილების განსაზღვრა); სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაბამისად მისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება; პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება; დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ცალკეული უფლებამოსილებების დამოუკიდებლად აღსრულება (დაკავება/ექსტრადიციისთვის ინტერპოლის არხებით ძებნის გამოცხადება, სამართლებრივი დახმარებების შუამდგომლობებით მიმართვა და აღსრულება ადგილზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა/უცხო ქვეყნისთვის გადაცემა, ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით უცხო სახელმწიფოსთვის მიმართვა და საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ძებნილი პირის საექსტრადიციო პროცედურებში მონაწილეობა დასაშვებობის სტადიაზე, ქონების ჩამორთმევა/განაწილების საკითხების მართვა).

როგორც ცნობილია, ახალი რედაქციის კონსტიტუციით, პროკურატურა იუსტიციის სისტემაში შემავალი ორგანო აღარ იქნება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება