თაკო სალაყაია - ძალიან ადვილია ვიზუალურად შეამჩნიო,  რაც სჭირს ვანოს

ძალიან ადვილია ვიზუალურად შეამჩნიო, რაც სჭირს ვანოს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილს დიაგნოზი დასმული არ აქვს და მკურნალობა, რომელიც მას უტარდება, უშედეგოა.

თაკო სალაყაიას თქმით, მას სურს მეუღლის ნახვა, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა. როგორც მან განმარტა, მეუღლის ნახვის თაობაზე შესაბამისი განცხადებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართა, თუმცა განცხადება ამ დრომდე დაკმაყოფილებული არ არის.

„კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ. განცხადება შევიტანეთ და ჯერჯერობით დაკმაყოფებული არ არის. ადვოკატმა შეიტანა ეს განცხადება, რომ უნდა მოვინახულოთ და არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ჯერჯერობით“, - განაცხადა თაკო სალაყაიამ.

ამასთან, როგორც სალაყაია აცხადებს, ვანო მერაბიშვილის არც დიაგნოზი და არც კვლევის შედეგები მისთვის არ გადაუციათ. „არ გადმოუციათ. ოჯახთან არასდროს ყოფილა შეთანხმებული მისი ციხიდან რომელიმე ჰოსპიტალში გადაყვანა. ამაზე ტელევიზიის ან ადვოკატების მეშვეობით ვიგებდით. მკურნალობენ, თუმცა დიაგნოზი დასმული არ არის. ხუთი გამოკვლევის შემდეგ არის მხოლოდ სიმპტომატური, უშედეგო მკურნალობა ჩატარებული“, - აღნიშნა თაკო სალაყაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა