„რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც გიორგი კვირიკაშვილის გვარი ფიგურირებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გვარი ფიგურირებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელს გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დეტალებს უყვება. კერძოდ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთ მენეჯერთან შეხვედრისას იხსენებს, თუ რატომ ჩართო საქმეში კვირიკაშვილი.

„ნიკოლოზ ასანიძე, რომელსაც ლევან ყიფიანი ჩანაწერში ესაუბრება, ადასტურებს, რომ სპორტის ყოფილ მინისტრთან ამ შინაარსის საუბარი მართლაც შედგა. ლევან ყიფიანის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააბრაზა, რადგან გიორგი კვირიკაშვილის ინფორმირება ბიზნესრეკეტის შესახებ მის გეგმებში არ შედიოდა. ყიფიანი სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა მძაფრი რეაქცია. ის აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან "ავარდა".

ომეგა ჯგუფის დირექტორი ამბობს, რომ საქმის ყველაზე სკანდალური - სარდაფის სადამსჯელო ეპიზოდი, სავარაუდოდ, სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება“, აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის საიტზე გამოქვეყნებილ მასალაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს