ირაკლი კობახიძე - საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება - ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ

„ჯერ კეთილი ინებონ ჩანაწერის ავტორებმა და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რამე ნიშანწყალი გამოიკვეთება და ამის რომ ეშინიათ, სავარაუდოდ, მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩანაწერებში უამრავი კომიკური ფაქტი იყო.

“ორი კაცი როცა წერს რაღაცას, ჯერ იმათგან უნდა გაარკვიო, რამე ხდება თუ არა ამ შემთხვევაში. ჯერ გავიგოთ კაცო ოქუაშვილისგან და ყიფიანისგან, რამე ხდება საერთოდ?

არანაირი მტკიცებულების ნიშანიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ჯერ კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ვინც არიან ავტორები ამ ჩანაწერის, ეს არიან ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი. ჯერ კეთილი ინებონ და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს და თუ რამე ნიშანწყალი გამოიკვეთება და ამის რომ ეშინიათ სავარაუდოდ მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. უამრავი კომიკური ფაქტი იყო ამ ჩანაწერებში, მაგალითად ოქუაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ზაფხულში იყო გადაღებული და ეცვა იმსისქე დუბლიონკა, რომ ზაფხულში ნამდვილად ვერ ჩაიცვამ. უამრავი კომიკური ფაქტია ამ ყველაფერში. ჯერ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რომ რამე შეხება აქვს თუ არა სერიოზულობასთან ამ ჩანაწერებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება, კონკრეტულ საქმეში, მაშინვე იკითხება ყველა ფიგურანტი, მაგრამ, მისივე შეფასებით, დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება და ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ.

„ყველა საქმეში ასე ხდება - როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება კონკრეტულ საქმეში მაშინვე იკითხება უკვე ყველა ფიგურანტი. მაგრამ, დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. თუ გამოიკვეთება და კეთილი ინებონ ოქუაშვილმა და ყიფიანმა მივიდნენ და აჩვენონ პროკურატუარას, სერიოზულობის პატარა ნიშანი მაინც აქვს ამ საქმეს. როგორც კი გამოიკვეთება მაშინვე შეიძლება ვისაუბროთ სხვა მოქმედებებზე. ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება საქართველოში. ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ სანდრო გირგვლიანი ამ ადამიანებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისე მოკლეს, რომ ბოლომდე დააფარეს ხელი მკვლელებს. ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. ყველა ადამიანი ექვემდებარება სამართალდამცავ სისტემას, ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად სტატუსისა და სხვადასხვა მდგომარეობებისა, დღეს ეს არის მთავარი მიღწევა. 2012 წლამდე იყო სხვა ვითარება, კუდის დეპარტამენტის უფროსს შეეძლო მოეკლა კაცი და მას არ ეხებოდა სამართალდამცავი სისტემა, ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს