დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა გამორიცხულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა გამორიცხულია. ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, აბსულუტურად ყველა საქმეზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება და მათთვის შეკითხვების დასმა მას შესაძლებლად არ მიაჩნია.

„მოვისმინეთ კოლეგების ასეთი ფრაზა - „ყველამ იცის სიმართლე“, ის, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა 2012 წლამდე, თითქოს ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ არ იყო საჭირო არც გამოძიება, არც სასამართლო, ისე იღებდნენ გადაწყვეტილებას, ისე ისტუმრებდნენ ხალხს იმქვეყნად, ისე აგდებდნენ ხალხს ქვეყნის გარეთ და ა.შ. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, იმედია, გაქვთ იმის გამოცდილება და ცოდნა, რომ იცოდეთ, საპარლამენტო ფორმატში რა შემთხვევაში დგება ეს კომისია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც პროკურტურა იძიებს შესაბამისი გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით გამორიცხულია, დღეს შეიქმნას საგამოძიებო კომისია ან დავიბაროთ მინისტრები და პროკურორები იმისთვის, რომ შესაბამისი კითხვები დავუსვათ. ასეთი რამ არ ხდება ამ ეტაპზე, როდესაც არის სისხლის სამართლის საქმე. როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში დაიდო შესაბამისი დასკვნები და გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა ბოლო მომენტამდე, იმიტომ შეიქმნა ეს კომისია, იმიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მინისტრებისა და პროკურორის დონეზე აბსოლუტურად ყველა კარგად ყოფილიყო გამოკითხული. არ არის დღეს ის ეტაპი, როდესაც აბსოლუტურად ყველა საქმეზე შესაძლებლად მიგვაჩნია, დავიბაროთ მინისტრი და პროკურორი და მათ კითხვა დაესვათ. ვგულისხმობ პირველ საქმეს, თორემ მეორე საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავჯმდომარემ განაცხადა პოზიცია და სავსებით ვეთანხმები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე კითხვებს გასცენ პასუხი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife