რომან გოცირიძე - ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას „ომეგა ჯგუფის“ საქმე მიაჩუმათოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფება ნაცადი ხერხის გამოყენებას ცდილობს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში არსებობს მტიცებულება და საქმის მიჩქმალვა ვერ მოხდება.

„ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ნაცადი ხერხი და გაწელოს ეს საქმე, იმ მოტივით, რომ თითქოს ელოდებიან გამოძიებას და მოწმდება ხმების ავთენტურობა. ვნახეთ უკვე ეს სურათი არაერთხელ და დანაშაული არასდროს არ ყოფილა გამომჟღავნებული. არ მივცემთ საშუალებას, რომ ხელისუფლებამ ამ მეთოდით მიაჩუმათოს ეს საკითხი. „ომეგასთან“ დაკავშირებით ყველაფერი რომ განზე გავწიოთ, 100%–იანი დადასტურებული ფაქტია დოკუმენტები და სურათები. ის, რომ ბანკიდან გამოიტანეს 4 მილიონი ლარი, ჩადეს ტომარაში და ჩაუდეს მანქანაში ვიღაც ბანდიტებს. არის ყველა მტკიცებულება. ფულის გამოძალვის ფაქტზე აღიძრა თუ არა გამოძიება? ეს არის პირდაპირ მაფიოზური ჯგუფის მიერ დატერორება ბიზნესის და ვერასდროს ამ ისტორიას ვერ წაშლის ხელისუფლება, რადგან საბანკო პროცედურების გაქრობა შეუძლებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „ომეგასთან“ დაკავშირებით პროკურორი და შს მინისტრი პარლამენტში უნდა გამოცხადნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა